თეა წულუკიანი: ყველა მომდევნო არჩევნებს კიდევ უფრო ძლიერები და გაერთიანებულები შევხვდებით

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა “ქართული ოცნების” რიგით მეხუთე ყრილობასთან დაკავშირებით, რომელიც ხვალ მთაწმინდის პარკში გაიმართება განაცხადა, რომ მმართველი პარტია ძლიერდება.
მისივე თქმით, პარტია ყველა მომდევნო არჩევნებს უფრო ძლიერი და გაერთიანებული შეხვდება.
“მმართველი პარტია ძლიერდება. მას ეყოლება ახალი თავმჯდომარე ბატონი ბიძინა ივანიშვილი, იქნება განახლებული პოლიტსაბჭო და მე დარწმუნებული ვარ, ყველა მომდევნო არჩევნებს კიდევ უფრო ძლიერები, გაერთიანებულები და სიახლეებით შევხვდებით, იმისთვის, რომ ის ნდობა, რომელიც არსებობს მმართველი პარტიის მიმართ საზოგადოებაში, კიდევ უფრო გაიზარდოს და გახდეს ხელშესახები, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია”,-განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები