საქართველოს პარლამენტის დელეგაცია მაკედონიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, 7-10 მაისს სამუშაო ვიზიტით ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიაში იმყოფებოდა.

ვიზიტის მიზანი პარლამენტის კვლევითი და ანალიტიკური შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით,  გამოცდილების გაცნობა-გაზიარება და თანამშრომლობის გაღრმავება იყო.

შეხვედრები გაიმართა ქვეყნის ასამბლეის (პარლამენტის) თავმჯდომარესთან, თალატ ქსაფერისთან,  თავმჯდომარის მოადგილე გორან მისოვსკისთან და პარლამენტის წევრებთან. დელეგაციის წევრები შეხვდნენ ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის პარლამენტის აპარატის უფროსს, სვეტანკა ივანოვას, პარლამენტის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებსა და აპარატის თანამშრომლებს.

შეხვედრებზე პარლამენტის ფუნქციების, საქმიანობის და უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს კვლევითი და ანალიტიკური შესაძლებლობების გაძლიერების შესახებ იმსჯელეს. საუბარი, ასევე, საპარლამენტო საქმიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლების, საპარლამენტო ღიაობის, თანამშრომლების პროფესიული გადამზადებისა და პარლამენტის სასწავლო ცენტრის საქმიანობის მნიშვნელობას შეეხო.

ვიზიტი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ორგანიზებით გაიმართა.

დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს პარლამენტის წევრები: ზურაბ ჭიაბერაშვილი და თინათინ ბოკუჩავა, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე და NDI-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, ლორა თორნტონი შედიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები