დავით სერგეენკო: პრეზიდენტს მოკრძალებული რეზიდენცია და პრივილეგიები უნდა ჰქონდეს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მიიჩნევს, რომ პრეზიდენტს მაქსიმალურად მოკრძალებული რეზიდენცია უნდა ჰქონდეს.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ამ პოზიციას იზიარებს თანამდებობის სხვა პირებთან მიმართებაშიც.
“ჩემი ღრმა რწმენაა, რომ მაქსიმალურად მოკრძალებული რეზიდენცია და პრივილეგიები უნდა ჰქონდეს პრეზიდენტს, პრემიერს, მინისტრს თუ ვინმე სხვას”, – განაცხადა სერგეენკომ.
რაც შეეხება საპრეზიდენტო კანდიდატს, მინისტრის თქმით, ამ საკითხზე გუნდში კონსულტაციები აუცილებლად იქნება.
“კონსულტაციები, რა თქმა უნდა, იქნება გუნდში საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით, რადგან ეს მნიშვნელოვანი არჩევნებია. ჩემთვის უცნობია ამ კონსულტაციების დეტალები. მე ვფიქრობ, რომ პარტიის ყრილობაზე ბევრად მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი”,- აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები