დავით სერგეენკო: არ არსებობს განსხვავება კლუბურ და დანარჩენ ნარკოტიკებს შორის, ყველა მათგანს შეუძლია სიცოცხლის მოსპობა

“არ არსებობს განსხვავება კლუბურ, რეკრეაციულ და დანარჩენ ნარკოტიკებს შორის. ყველა მათგანს შეუძლია ფატალური საფრთხის მოტანა და სიცოცხლის მოსპობა”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, კატასტროფის თავიდან აცილების ერთადერთი გზა ნარკოტიკების მოხმარების და მიწოდების შემცირებაა.
„კიდევ ერთხელ მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ყველას უმორჩილესად ვთხოვო, როგორც მოქალაქემ, როგორც ექიმმა, როგორც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელმა, – არ არსებობს განსხვავება კლუბურ, რეკრეაციულ და დანარჩენ ნარკოტიკებს შორის. ყველა მათგანს შეუძლია ფატალური საფრთხის მოტანა და სიცოცხლის მოსპობა. ამიტომ, ყველას უმორჩილესად ვთხოვ, არ მიიღონ ეს შხამი. ერთადერთი გზა არის მოხმარებისა და მიწოდების შემცირება იმისათვის, რომ ეს კატასტროფა ავიცილოთ თავიდან“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები