სოფო კილაძემ სოციალური მუშაკის სამსახურის რეფორმის პროექტი კომიტეტზე წარადგინა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოფო კილაძემ სოციალური მუშაკის სამსახურის რეფორმის პროექტი განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტზე წარადგინა. როგორც სოფო კილაძემ თავის მოხსენებაში აღნიშნა, ეს არის რეფორმა, რომელიც გულისხმობს ინდივიდების, ოჯახების, და შესაბამისად საზოგადოებისა და სახელმწიფოს გაძლიერებას.

მისი თქმით, სოციალური მუშაკი არის სახელმწიფოს ის წარმომადგენელი, რომელიც იცავს საზოგადოების ყველაზე მოწყვლად ნაწილს. მოხსენებაში ასევე აღინიშნა, რომ რეფორმა გათვლილია 7 წელზე მისი ამოქმედება ეტაპობრივად იგეგმება.

“რეფორმის დასრულების შემდეგ ქვეყანაში შემცირდება, სიღარიბე, ძალადობა, კრიმინალი, სხვადასხვა მავნე ჩვევებზე დამოკიდებულება; გაიზრდება თვით-რეალიზებული ადამიანების რიცხვი, სოლიდარული პასუხისმგებლობა, ჯანსაღი ცხოვრების წესი; გაძლიერდებიან: ინდივიდები, ოჯახები, საზოგადოება, სახელმწიფო”,- განაცხადა კილაძემ.

რეფორმა მხარდაჭერილია ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ და შემუშავდა სამოქალაქო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების, სოციალური მუშაკებისა და ბენეფიციარების ფართო ჩართულობით.

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი სოციალური მუშაობის შესახებ კანონის პროექტს განიხილავს, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერაა შემუშავებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები