ქეთევან ციხელაშვილი: ხელისუფლება, ტატუნაშვილის საქმეზე, სტრასბურგის სასამართლოში შესატან სარჩელზე მუშაობს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა ოკუპირებულ ცხინვალში მოკლულ არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლოში შესატან სარჩელზე მუშაობს.
მისივე თქმით, საქართველო ყველა მშვიდობიან ინსტრუმენტს გამოიყენებს, რაც მის ხელთაა.
„ჩვენ დღეს ვაწარმოებთ გამოძიებას. სარჩელი მზადდება. ჩვენ ადრეც გავაკეთეთ განცხადება, რომ საქართველოს ხელისუფლება გამოიყენებს ყველა მშვიდობიან ინსტრუმენტს, რომელიც მის ხელთ არის – დიპლომატიურს, სამართლებრივს, პოლიტიკურს და ა.შ. ეს მზადება ადრეც მიდიოდა და რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლება მუშაობს სარჩელზე“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები