ადგილი, სადაც „კავკასიის მთის ცენტრი” აშენდება, ერთ-ერთი ულამაზესია მსოფლიოში – ვერნერ ჩოლი 

„დღეს ჩვენ შევხვდით პრემიერ-მინისტრს და განვიხილეთ „კავკასიის მთის ცენტრის” მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებული პროცედურები. შევთანხმდით, რომ მშენებლობას დავიწყებთ 2019 წელს. დღესვე ვეწვიეთ ობიექტს. უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან ლამაზი ადგილია, ერთ-ერთი ულამაზესი მსოფლიოში, რაც კი მინახავს. ის გარშემორტყმულია საუცხოო მთებით. გამოვთქვამთ იმედს, რომ შევძლებთ ისეთი მუზეუმის აშენებას, რომელიც ჰარმონიულად შეერწყმება ამ ადგილს”,- ამის შესახებ ცნობილმა იტალიელმა არქიტექტორმა, ვერნერ ჩოლიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
არქიტექტორი, რომელიც „კავკასიის მთის ცენტრის” პროექტზე იმუშავებს მსოფლიოში ცნობილ მთამსვლელთან, რაინჰოლდ მესნერთან ერთად, სპეციალური ვიზიტით ეწვია სვანეთს და მესტიაში, ზურულდზე ის ადგილი დაათვალიერა, სადაც „კავკასიის მთის ცენტრის” მშენებლობა იგეგმება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მსოფლიოში ცნობილმა მთამსვლელმა, რაინჰოლდ მესნერმა და იტალიელმა არქიტექტორმა, ვერნერ ჩოლიმ პროექტის დეტალები განიხილეს.
ვერნერ ჩოლი იტალიაში ერთ-ერთი საუკეთესო არქიტექტორია, 2016 წელს კი მას წლის არქიტექტორის წოდება მიენიჭა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები