ცხინვალის რაიონის სოფელ სათიხარში, საქართველოს მოქალაქე „საზღვრის უკანონო კვეთის“ ბრალდებით დააკავეს
საქართველოს მოქალაქე, 22 წლის თბილისის მკვიდრი, ცხინვალის რაიონის, სოფელ სათიხარში ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგზაო ინსპექციის თანამშრომლებმა „სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის“ ბრალდებით დააკავეს.
აღნიშნული ინფორმაცია “კვირას” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს, მათივე ცნობით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი, დაკავებული ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის სასაზღვრო სამსახურს გადაეცა.