ზვიად კუპრავას 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

„სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ დამფუძნებელს, ზვიად კუპრავას, სასამართლომ 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ზვიად კუპრავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი – 173-ე და 166-ე მუხლით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
„საპატრულო პოლიციამ, გადამოწმების მიზნით, წუხელ გააჩერა ავტომობილი. მძღოლი ალკოტესტით გადამოწმების შემდეგ ნასვამი აღმოჩნდა, რომელიც კანონის შესაბამისად უნდა დაჯარიმებულიყო. გვერდზე მჯდომმა მისმა მგზავრმა ზ.კ -მ დაიწყო საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, მათ შორის უცენზურო სიტყვების გამოყენება, როგორც საპატრულო პოლიციის თანამშრომლების, ასევე გარშემომყოფების მიმართ. მას არაერთხელ მოუწოდეს, დამშვიდებულიყო, თუმცა არ დაემორჩილა პოლიციელებს და მოხდა მისი ადმინისტრაციული წესით დაკავება“, – აცხადებენ შსს-ში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები