პარლამენტმა დებატებში პრეზიდენტის ჩართვას მხარი არ დაუჭირა

28 მომხრე და 50 წინააღმდეგი, პარლამენტმა რეგლამენტის კორექტირებას და დებატებში პრეზიდენტის ჩართვას მხარი არ დაუჭირა.
სავარაუდოდ, გიორგი მარგველაშვილი სხდომათა დარბაზში აღარ დაბრუნდება. კენჭისყრა რამდენიმე წუთის წინ ჩატარდა.
პრეზიდენტმა დეპუტატებთან დებატებში შესვლის უფლება ითხოვა, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ არ მისცა, რის შემდეგაც გიორგი მარგველაშვილმა სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები