სოფო კილაძე: ევროსაბჭოს მხარდაჭერა ჩვენთვის მნიშვნელოვანია

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს, კრისტიან ურსეს უმასპინძლა. შეხვედრის თემას კომიტეტში მიმდინარე მთავარი პროექტები წარმოადგენდა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ბავშვის კოდექსზე, რომელიც კომიტეტში დამუშავების ეტაპზეა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რასაც ევროსაბჭო გამოხატავს კომიტეტის საქმიანობასთან მიმართებით. ბატონი კრისტიანი დაინტერესდა ბავშვის კოდექსზე მიმდინარე სამუშაოებით, რაზეც დეტალური ინფორმაცია მივაწოდე. შეფასებისთვის, მინდა გითხრათ, ჩვენ ვრჩებით სტრატეგიულ პარტნიორებად და ვგეგმავთ კიდევ უფრო გავაძლიეროთ თანამშრომლობა”,-განაცხადა სოფო კილაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები