“ნატოს ფორუმზე განსაკუთრებით აღინიშნა პრემიერ-მინისტრის როლი იმ რეფორმების განხორციელების პროცესში, რომელსაც მივყავართ კეთილდღეობისკენ”

ვიცე პრემიერის, განცხადებით, ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმში მონაწილეობა მიიღეს ძალიან მაღალი დონის წარმომადგენლებმა.
“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ საქართველოს მხრიდან, არამედ ასეთი მაღალი დონის სტუმრების მხრიდან ქართულმა საზოგადოებამ, ჩვენმა მოსახლეობამ კიდევ ერთხელ მიიღო ინფორმაცია იმ პროგრესის შესახებ, რომელიც ჩვენ გვაქვს ნატოში ინტეგრაციის გზაზე. განსაკუთრებით აღინიშნა პრემიერ-მინისტრის როლი იმ რეფორმების განხორციელების პროცესში, რომელსაც ჩვენ მივყავართ უფრო მეტი კეთილდღეობისკენ და შესაბამისად გვაახლოებს საბოლოო მიზანთან”, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები