სოფიო ქაცარავა: ბატონმა მიტჩელმა ქვეყნის განვითარებაში პრემიერის განსაკუთრებულ წვლილზე ისაუბრა

მნიშვნელოვანია, რომ დღეს ნატო-ს სახალხო დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში ჩვენ მოვისმინეთ არაერთი განცხადება, სადაც დაფიქსირდა საქართველოში მიმდინარე პროცესების პოზოტიური შეფასება და ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების მისწრაფებების მკაფიო მხარდაჭერა. ამ კუთხით, მინდა ხაზი გავუსვა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის – უეს მიტჩელის განცხადებას, სადაც მან დააფიქსირა დონალდ ტრამპის მკაფიო მხარდაჭერა 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების მიმართ და მოუწოდა რუსეთის ფედერაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარის გაყვანისკენ. ასევე, მინდა ხაზი გავუსვა, რომ მან დადებითად შეაფასა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული და ეკონომიკური პროცესები, მათ შორის მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმა და ამ პროცესებში საქართველოს პრემიერ მნისტრის განსაკუთრებული წვლილი. მანვე მხარი დაუჭირა საქართველოში მიმდინარე პროგრამებს და ხაზი გაუსვა სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგებს, რაც დადებითად აისახა ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და სამუშაო ადგილების შექმნაზე. ასეთი გზავნილები აშშ-ს მხრიდან კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ქვეყნის წარმატებულ რეფორმებს და მკაფიო მხარდაჭერას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები