“მიტჩელის განცხადება, პრემიერის ლიდერობით მიმდინარე ეკონომიკურ პოლიტიკაზე ადასტურებს, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის მიერ აღებულ კურსს”

ეკონომიკის საკითხებში ექსპერტ ანდრია გვიდიანის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია ის დადებითი შეფასებები, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე უეს მიტჩელმა საქართველოში განხორციელებულ რეფორმებთან დაკავშირებით გაახმოვანა.
როგორც „პირველთან“ ანდრია გვიდიანმა აღნიშნა, ზოგადად სახელმწიფო მდივნის თანაშემწე აჟღერებს ამერიკის ხელისუფლების პოზიციებს. სწორედ ამიტომ, გვიდიანის განმარტებით, მიტჩელის დღევანდელი პოზიტიური შეფასებები კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს.
გვიდიანის თქმით, მიტჩელის განცხადებები პრემიერ-მინისტრის ლიდერობით მიმდინარე ეკონომიკურ პოლიტიკაზე ადასტურებს, რომ საქართველოში რეფორმები სწორი გზით მიმდინარეობს და აშშ-ის ხელისუფლება მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის მიერ აღებულ კურსს:
„ძალიან მნიშვნელოვანია ის დადებითი შეფასებები, რომელიც მან გააკეთა საქართველოში განხორციელებულ რეფორმებთან დაკავშირებით. ცხადია, მიტჩელის განცხადება პრემიერ-მინისტრის ლიდერობით განხორციელებულ და მიმდინარე ეკონომიკურ პოლიტიკაზე, ადასტურებს იმას, რომ რეფორმები სწორი გზით მიმდინარეობს და შესაბამისად, ის კურსი, რომელიც აღიარებული აქვს მთავრობას, არის ერთმნიშვნელოვნად მისასალებელი და დადებითი ამერიკის ხელისუფლებისთვის. აქედან გამომდინარე, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციის გახმოვანება მიტჩელის მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანი და დადებითი ფაქტორია“,- განუცხადა „პირველს” ანდრია გვიდიანმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ვეს მიტჩელმა ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, უმაღლესი შეფასება მისცა პრემიერ-მინისტრის ლიდერობით მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებს – 4-პუნქტიან გეგმას, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის განვითარებას.
მიტჩელმა აღნიშნა, რომ აპირებს პრემიერის გუნდის მხარდაჭერას ეკონომიკური ჩართულობისა და დახმარების ფართომასშტაბიანი პროგრამებით. მან დაადასტურა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს გზას და მისწრაფებას ნატო-სკენ და ევროკავშირისკენ. ამასთან, მიტჩელმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები