გია ვოლსკი – ეს არის პრეზიდენტის ბოლო ანგარიში, მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკური დებატები უნდა იყოს

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ბოლო ანგარიშის შესახებ საუბრობს.
მისი თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ ეს არის ბოლო ანგარიში, რომ პოლიტიკური დებატები საჭიროა.
“იმის გათვალისწინებით, რომ ეს არის ბოლო ანგარიში, მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკური დებატები უნდა იყოს. რატომღაც ჩვენმა ოპონენტებმა ამასთან დაკავშირებით, რომლებიც პოლიტიკურ დებატებს ითხოვდნენ, ჯერჯერობით თავი შეიკავეს, თუმცა, მე ვფიქრობ რომ უნდა იყოს პოლიტიკური დებატები და ბევრი გამოსვლები, მოსაზრებების გაცვლა-გამოცვლა და მთავრობაც იქ უნდა იყოს”- განაცხადა ვოლსკიმ.
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის წინაშე 2 მაისს გამართულ სხდომაზე წარსდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები