გიორგი კახიანი: მიღებული გვაქვს გადაწყვეტილება, რომ ამჟამად პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ მოეწყოს დებატები

„პრეზიდენტი და ოპოზიცია ყოველთვის გამოთქვამდა დებატების ჩატარების სურვილს, თუმცა, ამჯერად მათ ასეთი სურვილი არ გამოუთქვამთ“, – პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლის შემდეგ დებატების აუცილებლობაზე საუბრობს.
„პრეზიდენტი და ოპოზიცია ყოველთვის გამოთქვამდა დებატების ჩატარების სურვილს. თუმცა, ამჯერად მათ ასეთი სურვილი არ გამოუთქვამთ. პრეზიდენტის მხრიდან შესაძლოა ეს უკავშირდებოდეს იმ ბოლოდროინდელ მოვლენებს, რომელიც მის გარშემო განვითარდა და რომელსაც მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა საზოგადოების მხრიდან. თუმცა, ჩვენ ყველაფრის გათვალისწინებით მიღებული გვაქვს გადაწყვეტილება, რომ ამჟამად პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ მოეწყოს დებატები“ – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას გიორგი კახიანმა.
მისი თქმით, ეს არის ფორმატი, რომელიც მეტ შესაძლებლობას აძლევს პოლიტიკურ ჯგუფებს რათა თავიანთი შეხედულებები და მოსაზრებები გამოთქვან ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე და იმავდროულად მიეცეთ მათ შესაძლებლობა, პასუხი გასცენ პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებაში გაკეთებულ აქცენტებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები