მამუკა მდინარაძე იანოშ ჰერმანს შეხვდა

საქართველოში დემოკრატიის მიმართულებით არსებულ ვითარებაზე, ეკონომიკის განვითარების საკითხებზე, ადამიანის უფლებების დაცვის ევროპულ სტანდარტებზე საუბარს დაეთმო ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის და საქართველოში ევროკავშირის ელჩის, იანოშ ჰერმანის შეხვედრა.
შეხვედრაზე მხარეები სასამართლო სისტემაში რეფორმების ახალი ტალღის მიმდინარეობას და გარემოს დაცვის მიმართულებით, ფრაქციის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებსაც შეეხნენ. აღინიშნა, რომ ფრაქცია მთავრობის მიერ დაანონსებულ ინიციატივებზე, რაც ქვეყნის განვითარების პრიორიტეტებს წარმოადგენს, აქტიურ მუშაობას და მხარდაჭერას აპირებს. ევროპელმა დიპლომატმა ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების დინამიკა დადებითად შეაფასა და ევროკავშირის მხრიდან დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერა, როგორც ფინანსურად ასევე გამოცდილების გაზიარების კუთხით, კიდევ ერთხელ დააფიქსირა.
„ევროკავშირის წარმომადგენელთან პოზიტიური შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით ინტენსიური ურთიერთობა და მჭიდრო კომუნიკაცია გვექნება. აღინიშნა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს ფრაქცია „ქართული ოცნების” მხარდაჭერას, რათა მან კიდევ უფრო ეფექტურად განახორციელოს თავისი საქმიანობა, რაც საბოლოო ჯამში, საზოგადოების თვითოეულ წევრზე დადებითად აისახება”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები