მაია ჯალიაშვილთან შეხვედრა გაიმართება
28 აპრილს, 17:00 საათზე, წიგნის მაღაზია „შაქრო ბაბუაში“ მაია ჯალიაშვილთან შეხვედრა გაიმართება .
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, მაია ჯალიაშვილი ისაუბრებს მეოცე საუკუნის ქართული ლიტერატურის გამორჩეულ შემოქმედთა, „ცისფერყანწელთა“ მხატვრული აღქმის პრინციპებსა და ესთეტიკურ იდეალებზე. წარმოაჩენს ამ ორდენის პოეტურ სტრატეგიებს, რომელთა საშუალებითაც ისინი გეგმავდნენ ქართული ლექსის სრულ ტრანსფორმაციას.
მაია ჯალიშვილი – ავტორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორია.