ნიკოლოზ ფაიქრიძის პოეტური კრებულის – „ერთი ლექსის ძიებაში“ წარდგენა გაიმართება
29 აპრილს, 18:00 საათზე, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრის დიდი დარბაზი სამი ხელოვანის შემოქმედებას უმასპინძლებს.
როგორც „კვირას“ მოზარდმაყურებელთა თეატრიდან აცნობეს, Three artists for you – ასე ჰქვია საღამოს.
მსახიობ ნიკოლოზ ფაიქრიძის პოეტური კრებულის – „ერთი ლექსის ძიებაში“ წარდგენასთან ერთად, მსახიობ ლევან გვაზავას ახალი სიმღერის პრეზენტაცია მოჰყვება. სიმღერა დაიწერა ნიკოლოზ ფაიქრიძის ლექსზე – „შენ”. საღამოს მსახიობ თამარ ლორთქიფანიძის პორტრეტები დაამშვენებს.