ქვეშიდან გატაცებული სერგო დარბაიძე ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლეს
სოფელ ქვეშიდან რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული სერგო დარბაიძე ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლეს. მასთან ერთად ასევე კასპის მკვიდრი არასრულწლოვანი ლაშა ხუროშვილიც გამოუშვეს, რომელიც ოკუპანტებმა ახმაჯის ტყეში დააკავეს.
სოფელ ქვეშის მკვიდრი ქართველ სამართალდამცველებს ერგნეთში ცოტა ხნის წინ გადასცეს.
57წლის სერგო დარბაიძე საკუთარ ბაღში მაშინ დააკავეს, როდესაც პირუტყვს აძოვებდა. ის ჯერ ოკუპირებულ არცევში რუსულ სამხედრო ბაზაზე, შემდეგ კი ცხინვალში წინასწარი დაკავების იზოლატორში ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით გადაიყვანეს. ის იზოლატორიდან სასამართლო პროცესისა და ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.