სოზარ სუბარი: ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება ძალიან გამიხარდა

ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება, მე პირადად, ძალიან გამიხარდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განუცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება პარტიის განახლებას ხელს შეუწყობს.
„ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება, მე პირადად, ძალიან გამიხარდა და თავის დროზე, როცა წავიდა, მაშინაც არ ვიყავი ამ ფაქტით ბედნიერი. რაც შეეხება სხვა ცვლილებებს, ცხადია არაფერი სხვა ცვლილება არ იგეგმება. ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკაში და დაბრუნება პარტიის თავმჯდომარედ, ბუნებრივია, რომ კონსოლიდაციის და პარტიის განახლების პროცესს ძალიან სერიოზულად შეუწყობს ხელს“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.
პარტია “ქართულ ოცნებაში“ დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობას ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დაიკავებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები