კულტურის სამინისტრო დალი ფანჯიკიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი მთარგმნელის დალი ფანჯიკიძის გარდაცვალების გამო.
დალი ფანჯიკიძე 1937 წლის 23 მარტს დაიბადა. 1959 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. იყო ამავე უნივერსიტეტის გერმანული ენის კათედრის მასწავლებელი, დოცენტი, 1993 წლიდან კი პროფესორი და კათედრის გამგე.
დალი ფანჯიკიძემ თარგმნა თომას მანის „ბუდენბროკები“ და „ჯადოსნური მთა“, უ. პლეცდორფის „ახალგაზრდა ვ.–ს ვნებანი“, გოეთეს „პოეზია და სინამდვილე“; ჰერმან ჰესეს „ფიქრი და განსჯა“, გრიგოლ რობაქიძის ესე „ადოლფ ჰიტლერი უცხოელი მწერლის თვალით“ და სხვა.
სამინისტრო უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები