ივერიის ღვთისმშობლის ხატმა უსინათლო ბიჭს თვალის ჩინი დაუბრუნა

სასწაულმოქმედი ივერიის ღვთისმშობლის ხატი ,,ჰავაისად“ წოდებული, რომლის სასწაულის მხილველი უამრავი მორწმუნეა, მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს. ხატი ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებმა მორწმუნეებმა მოილოცეს და ის გიორგობა დღეს ამერიკიდან საქართველოში ჩამოაბრძანეს. ხატის მცველი იბერიული წარმოშობის ნექტარიოს იანქსონია. ის ხატის მიერ მოხდენილ ერთ-ერთ სასწაულს იხსენებს
,, ხატი ერთ-ერთ ტაძარში, ანალოღიაზე იყო დაბრძანებული. სიწმინდეს უსინათლო ბიჭი ემთხვია და მას თვალის ჩინი დაუბრუნდა. ამის მომსწრე ასობით მორწმუნე ბერძენი იყო“,-აღნიშნავს ნექტარიოს იანქსონი.
ივერიის ღვთისმშობლის ხატი ჰავაისად წოდებული, საქართველოში 23 მაისამდე დარჩება და ამ ხნის განმავლობაში თითქმის სრულიად საქართველოს მოივლის, რათა მორწმუნე მრევლს მისი მოლოცვის საშუალება ჰქონდეს.

წყარო: „ერთსულოვნება“

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=0vvyKex_0Gw#t=110″ width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები