ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში თელავის, ონისა და ფოთის სალოტბარო სკოლის მოსწავლეების კონცერტი გაიმართება
27 აპრილს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონცერტო დარბაზში გაიმართება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობენ თელავის, ონისა და ფოთის სალოტბარო სკოლის მოსწავლეები.
ორგანიზატორების ინფორმაციით, 2015 წლიდან, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოში ეტაპობრივად იხსნება სალოტბარო სკოლები, სადაც ნებისმიერ მსურველს ქართული ხალხური სიმღერისა და ტრადიციული გალობის სწავლა უფასოდ შეუძლია.
დღეისთვის უკვე ფუნქციონირებს 21 სალოტბარო სკოლა (ფოთი, ოზურგეთი, ბათუმი, შუახევი, წალენჯიხა, მესტია, ლენტეხი, ცაგერი, ამბროლაური, ონი, საჩხერე, ბაღდათი, სამტრედია, ზესტაფონი, ბორჯომი, ახალქალაქი, კასპი, გორი, დუშეთი, თელავი, ყვარელი), სადაც 800-მდე მოსწავლე სწავლობს.