ოკუპანტებმა გორის რაიონში 65 წლამდე ასაკის მამაკაცი დააკავეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერეში რუსმა ე.წ. მესაზღვრეებმა 65 წლამდე ასაკის მამაკაცი – აკაკი მისირელი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, დაკავებისას აკაკი მისირელი საკუთარ ბაღში საქონელს აძოვებდა.
მომხდარ ფაქტზე უკვე ამოქმედდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის „ცხელი ხაზი”.