ყვარლის მუნიციპალიტეტში მესაზღვრე გარდაიცვალა

კახეთში, სოფელ შილდასთან ახლომდებარე სასაზღვრო პუნქტში, მესაზღვრე ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მესაზღვრე სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. აღნიშნულ საქმეს კი, პროკურატურა იძიებს.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის“ 115-ს მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები