სოფელ ჯარიაშენთან დაკავებული 77 წლის მწყემსი გათავისუფლებულია

რუსი ოკუპანტების მიერ, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯარიაშენის ტერიტორიაზე დაკავებული 77 წლის მწყემსი, ელიზბარ მესტუმრიშვილი გათავისუფლებულია.
აღნიშნულ ფაქტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ. მათივე ცნობით, გატაცებასთან დაკავშირებით ინფორმირებული იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და მოქმედებდა ცხელი ხაზი.
ადგილობრივების ინფორმაციით, მწყემსის დაკავება იმ დროს მოხდა, როდესაც ის საოკუპაციო ხაზთან თანასოფლელთან ერთად საქონელს მწყემსავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები