საპატრულო პოლიცია განცხადებას ავრცელებს

0

მარათონთან – „THE GREAT BATUMI NIGHT RACE”-თან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 21 აპრილს ბათუმში,19:00 საათიდან ღონისძიების დასრულებამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ზოგიერთ ქუჩაზე აიკრძალება, – ამის შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ მარათონთან – „THE GREAT BATUMI NIGHT RACE”-თან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 21 აპრილს ბათუმში,19:00 საათიდან ღონისძიების დასრულებამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ზოგიერთ ქუჩაზე აიკრძალება. კერძოდ:

შერიფ ხიმშიაშვილის გამზირი;
შოთა რუსთაველის გამზირი;
გოგებაშვილის ქუჩა (საპორტო რკინიგზის ლიანდაგამდე);
პორტის შესახვევი;
ზვიად გამსახურდიას ქუჩა (პორტის შესახვევიდან მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე);
მერაბ კოსტავას ქუჩა (ზვიად გამსახურდიას ქუჩის კვეთიდან ბოლომდე);
კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა (მერაბ კოსტავას ქუჩიდან რევაზ კომახიძის ქუჩის კვეთამდე);
რევაზ კომახიძის ქუჩა (კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩიდან ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩის კვეთამდე);
ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა (რევაზ კომახიძის ქუჩიდან ზურაბ გორგილაძის ქუჩის კვეთამდე);
ზურაბ გორგილაძის ქუჩა (ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩიდან ვაჟა ფშაველას ქუჩის კვეთამდე);
ვაჟა ფშაველას ქუჩა (ზურაბ გორგილაძის ქუჩიდან მემედ აბაშიძის გამზირის კვეთამდე);
მემედ აბაშიძის გამზირი (ვაჟა ფშაველას ქუჩიდან კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის კვეთამდე);
კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა ( მემედ აბაშიძის გამზირიდან რუსთაველის გამზირამდე);
გმირთა ხეივანი (იუსტიციის სახლიდან ტბელ აბუსერიძის გზატკეცილამდე);
ტბელ აბუსერიძის ქუჩა (შეიხის წრიულიდან აეროპორტის გზატკეცილამდე);
აეროპორტის გზატკეცილი (ტბელ აბუსერიძის წრიულიდან აეროპორტის წრიულამდე);
ახალი გზა (აეროპორტის წრიულიდან შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩამდე)”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი