ნათია მეზვრიშვილი ბარნოვის ქუჩის ტრაგედიაზე: პოლიციას არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა ეს ადამიანები სამომავლოდ რაიმე ტიპის ძალადობის მსხვერპლები გამხდარიყვნენ

პოლიციას არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა ეს ადამიანები სამომავლოდ რაიმე ტიპის ძალადობის მსხვერპლები გამხდარიყვნენ,- ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა გადაცემა “პირისპირში” ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, გარდაცვლილისა და მისი დედის განცხადებაში, რომ ყოფილიყო დანაშაულის ნიშნები, რა თქმა უნდა, დავაკავებდით და ამას წინ ვერაფერი აღუდგებოდა.

“სამწუხარო ფაქტი მოხდა. ბოლო პერიოდში ისმის კითხვა, ამ კონკრეტულ ფაქტზე – რამდენად ეფექტიანი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირება. როდესაც მსხვერპლმა და მისმა დედამ პოლიციას მომართეს, ამ პირის შეწყალების შემდეგ პოლიციაში არც ერთი შეტყობინება არ შემოსულა. პოლიციას არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ სამომავლოდ შესაძლოა ეს ადამიანები რაიმე ტიპის ძალადობის მსხვერპლები გამხდარიყვნენ. როგორც კი ამ ადამიანებმა პოლიციას მომართეს, პოლიციამ დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება და გამოსცა შემაკავებელი ორდერი.

ეს იყო მას შემდეგ პირველი შემთხვევა, რაც ამ ადამიანმა სასჯელი მოიხადა და შეწყალებით ვადაზე ადრე გამოვიდა, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც დაზარალებულებმა პოლიციას მომართეს. პოლიციამ დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება და აღსანიშნავია, რომ მათ ითხოვეს შემაკავებელი ორდერის გამოცემა. ის განცხადება, რომელიც მათ პოლიციაში შემოიტანეს იძლეოდა მხოლოდ შემაკავებელი ორდერის გამოცემის საფუძველს. ჩვენ რომ გვქონოდა სხვა საფუძველი რა თქმა უნდა გამოძიებას დავიწყებდით. მათ განცხადებაში, რომ ყოფილიყო დანაშაულის ნიშნები რა თქმა უნდა დავაკავებდით და ამას წინ ვერაფერი აღუდგებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო დანაშაულს არ ვმალავთ. შინაგან საქმეთა სამინისტრო საკმაოდ მკაცრ პოლიტიკას ახორციელებს ამ კატეგორიის დანაშაულებთან მიმართებით. ბოლო სამი თვის განმავლობაში 800 პირზე მეტია ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებული. შეტყობინებაში რომ ყოფილიყო სათანადო საფუძველი გამოძიების დაწყების და მოძალადის დაკავების რა თქმა უნდა ამას შს სამინისტრო გააკეთებდა, ამიტომ ჩვენ არ მივიღებთ აქ ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით რომ სამინისტრომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში რეაგირება არ მოახდინა,- განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
შეგახსენებთ, რომ 13 აპრილს ბარნოვის ქუჩაზე მამინაცვალმა 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს მცირეწლოვანი შვილების თვალწინ ყელი გამოჭრა. მის წინააღმდეგ შემაკავებელი ორდეეი პოლოციამ მკვლელობამდე რამდენიმე სათით ადრე გამოსცა. იგი ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის ბრალდებით სასჯელს იხდიდა.2017 წელს კი საპატიმრო პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები