ნათია მეზვრიშვილი ქალთა მიმართ ძალადობაზე: რისკის შეფასების და მონიტორინგის სისტემაზე მუშაობა დავასრულეთ და მაისიდან ეს მექანიზმი ამოქმედდება

ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ გარკვეული პასუხისმგებლობა დანაშაულის გამოძიების კუთხით გვაკისრია და ჩვენ ამ პასუხისმგებლობას არ გავურბივართ,- ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა გადაცემა “პირისპირში” ოჯახსა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ სახელმწიფო უწყებების როლზე ისაუბრა.

“ჩვენ როდესაც დავიწყეთ და გავააქტიურეთ მუშაობა ამ მიმართულებით, ვთქვით, რომ მონიტორინგის მექანიზმები, ისევე როგორც რისკის შეფასების მექანიზმების მხრივ გარკვეული ნაბიჯებია გადასადგმელი. ეს არ არის ახლად წამოჭრილი პრობლემა, წლების განმავლობაში ეს მექანიზმი ეფექტიანად არ მუშაობდა. ფაქტობრივად, რისკის შეფასების და მონიტორინგის სისტემაზე მუშაობა დავასრულეთ. უკვე მაისიდან ეს მექანიზმი ამოქმედდება და გამომძიებლები დაიწყებენ მის პრაქტიკაში გამოყენებას. მაისიდან გამომძიებლებს, პოლიციელებს რომლებიც მუშაობენ ოჯახში ძალადობის ფაქტებზე ექნებათ იმისი შესაძლებლობა, რომ რისკები გაცილებით ეფექტიანად შეაფასონ, გაცილებით უფრო მეტად განჭვრიტონ მოსალოდნელი ძალადობა, ძალადობის განმეორების შესაძლო შემთხვევები და გაცილებით უფრო ეფექტიანად მოახდინონ რეაგირება. რაც შეეხება მონიტორინგის მექანიზმს, ეს მექანიზმი, ჩვენ მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ პოლიციელებს მუდმივად კონტროლის ქვეშ ჰყავდეთ ის ადამიანები რომელთა მიმართაც შემაკავებელი ორდერებია გამოცემული, მუდმივად ჰქონდეთ კონტაქტი მსხვერპლებთან და იქ სადაც იარსებებს ძალადობის გამეორების რისკები დაუყოვნებლივ ჩაერიოს პოლიცია”,-განაცხადა მეზვრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები