შსს მსხვერპლ ქალებს ძალადობის დროს ქცევაზე რჩევებს აძლევს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი არ ეთანხმება იმ მსხვერპლი ქალების ჩივილს, რომლებიც აცხადებენ, რომ ოჯახში ძალადობის დროს, 112-ზე დარეკვისას მათ ოპერატორი დაწვრილებით უსვამს კითხვებს და დაახლოებით ნახევარ საათს უწევთ მტკიცება, რომ ნამდვილად ძალადობენ მათზე. ამის შესახებ მეზვრიშვილმა „იმედის“ გადაცემაში “პირისპირ“ ილაპარაკა.

“ამ ინფორმაციას არ ვადასტურებ, რადგან ამ მიმართულებით ნაბიჯები გადაიდგა. როცა ოჯახში ძალადობას ეხება საქმე, გარკვეული რეკომენდაციები სახალხო დამცველმაც მოგვცა და ეს ეხებოდა ინფორმაციის სისტემატიზაციას და ჩვენ ამას უკვე ვაკეთებთ. რაც შეეხება იმას, თუ აქამდე რა გავაკეთეთ, უკვე შექმნილია და ორი თვის წინ დაინერგა მობილური აპლიკაცია, რომელიც მსხვერპლებს აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ჩუმი შეტყობინება გამოგზავნონ, დროის მოკლე მონაკვეთში გამოგზავნონ ეს შეტყობინებები, რაც განსაკუთრებით ეფექტიანია ოჯახში ძალადობის ფაქტზე და იქ, სადაც მსხვერპლებს არ აქვთ ტელეფონის აღების და 112-ზე დარეკვის შესაძლებლობა იმიტომ, რომ მაგალითად ახლო-მახლო იმყოფება მოძალადე, ეს აპლიკაცია აძლევს მსხვერპლს იმის შესაძლებლობას, რომ ოპერატიულად დაუკავშირდეს პოლიციას, sms-ი გაუგზავნოს და, რაც მთავარია, ეს ყველაფერი გააკეთოს მოძალადისგან ფარულად“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ოჯახში ძალადობის თემა კიდევ უფრო აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც 13 აპრილს ბარნოვზე 25 წლის ქალი მცირეწლოვანი შვილების თვალწინ მოკლეს.

დანაშაულში ბრალდებულს დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები