სახელმწიფოს შეუძლია ამ უმძიმესი დანაშაულის, ოჯახური და ქალთა მიმართ ძალადობაზე მყისიერი და ადექვატური რეაქცია ჰქონდეს

მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი ბარნოვზე მომხდარი მკვლელობის საქმეში საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის რეაქციას აკრიტიკებს. ამის შესახებ მან ტვ პირველის ეთერში გადაცემა ,,რეაქციაში“ ისაუბრა.
,,ძალიან რთულია ილაპარაკო, პოლიტიკაზე , პრეზიდენტზე, ან რამე სხვაზე, იმ გამაოგნებელი დანაშაულის მერე, რისი მომსწრენიც გავხდით. მიუხედავად იმისა, რომ საზარელ ტრაგედიასთან გვაქვს საქმე, ეს არ არის ერთი ოჯახის, ეს მთელი ერის ტრაგედიაა. რეაქციაც შესაბამისი იყო საზოგადოების მხრიდან. იყო კონსესუსი, რომ ჩვენ აქ რაღაც ძალიან გვიჭირს. ფაქტია, რომ რეაქცია იყო ყველასი შოკური. იყო მყისიერი და ადექვატური რეაქცია შსს-ს მხრიდან, რომელმაც მოახერხა და მყისიერად დააკავა საზარელ დანაშაულში ბრალდებული და იქვე განაცხადა, რომ ზომები, რომლებიც მიღებულია საკანონმდებლო, აღმასრულებელ ხელისუფლებაში არ არის საკმარისი. მიუხედავად იმისა, რომ გაიხსნა ახალი დეპარტამენტი და მიმართვიანობამ იმატა, გაჩნდა იმედი, რომ სახელმწიფოს შეუძლია ამ უმძიმესი დანაშაულის, ოჯახური და ქალთა მიმართ ძალადობაზე მყისიერი და ადექვატური რეაქცია ჰქონდეს, რასაკვირველია, არ არის ჯერ მიღწეული ის ხელშესახები და საგრძნობი შედეგები, ზუსტად ამაზე ლაპარაკობდა დღეს შს მინისტრი, რომელმაც თქვა, რომ მისაღწევია ოქროს კვეთა“, -განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.
ლაშა ნაცვლიშვილი აცხადებს, პრეზიდენტმა, მკვლელობაში ბრალდებულის ვეფხია ბაქრაძის შეწყალება სხვებს გადააბრალა და თითი მოკლული გოგოს დედისკენ გაიშვირა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები