ლაშა ნაცვლიშვილი: ჩვენ გვაქვს მატრიოშკა, გადაფხიკავ ან გახსნი სააკაშვილს ამოდის მარგველაშვილი, გახსნი მარგველაშვილს ამოდის სამუშია

მას შემდეგ რაც მარგველაშვილმა ქართულ საზოგადოებას აკადრა და პოლიტიკური მართლმსაჯულების მსხვერპლად გამოაცხადა ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი, გირგვლიანის მკვლელების შეწყალების საქმეში და დაგვემუქრა, მაშინაც კი, რომ თქვენ მე გინდათ რომ ჩემი უფლება შემიზღუდოთო… რასაკვირველია ჩემთვის, და ვფიქრობ საზოგადოებისთვისაც დიდი ხანია გადაწყვეტილია მისი ღირსება უღირსობის საკითხი, მაგრამ რაც გააკეთა გუშინ მარგველაშვილმა ამ საქმესთან დაკავშირებით, მან განაცხადა რომ არათ ღირსება არ გააჩნია, ღირსებაზე პრეტენზიაც არ გააჩნია, როდესაც მან ხელის გაშვერა დაიწყო – განაცადა ლაშა ნაცვლიშვილმა, თაკო გამრეკელაშვილის მკვლელობაზე საუბრისას.
ადამიანის სახედაკარგულმა ცხოველმა იძალადა ცოლზე, მერე ეს ცხოველი შეიწყალა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა, ამის შემდეგ ამ ცხოველმა ყელი გამოჭრა 25 წლის გოგოს და აი ამ ყველაფერში დამნაშავედ შენმა სტუმარმა, ყოფილმა ადვოკატმა ლევან სამუშიამ დამნაშავე იპოვა საქართველოს პროკურატურაში.
ძალიან სამწუხაროა და ჩვენი ყველას ტრაგედიაა, რომ არ იმუშავა შემაკავებელმა ორდერმა, მაგრამ მარგველაშვილის დაცვის ორდერმა, პოლიტიკური ადვოკატირების ორდერმა აგერ თავისუფალ დემოკრატ სამუშიასთან როგორც ჩანს იმუშავა, ისევე როგორც იმუშავა სააკაშვილის დაცვის ორდერმა პრეზიდენტ მარგველაშვილთან. ჩვენ გვაქვს მატრიოშკა, გადაფხიკავ ან გახსნი სააკაშვილს ამოდის მარგველაშვილი, გახსნი მარგველაშვილს ამოდის სამუშია და ძალიან კარგია, მე მივესალმები აბსოლუტურ ლუსტრაციას, ადამიანის უფლებები, მედია პლურალიზმი და სიტყვის თავისუფლება მხოლოდ იმიტომ უნდა მოგონილიყო რომ მთელ საქართველოს ენახა მორალური დეგრადაცია, რომელსაც ჩვენ ეხლა ვხედავთ.
უღირსი და მავნებელი მარგველაშვილის შეწყალებულმა ცხოველმა 25 წლის გოგოს გამოჭრა ყელი და სამუშიამ იპოვა დამნაშავე ნაცვლიშვილი. ამ აღმოჩენას გილოცავთ მორალურად ადამიანურად და პოლიტიკურად – განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა ტვ-პირველის ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები