ლაშა ნაცვლიშვილი: მარგველაშვილი ცდილობს ყველას დააბრალოს, გარდა იმისა რომ საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა

ჩვენ ყველანი, ვინც პრეზიდენტ მარგველაშვილს ვეუბნებოდით, რომ ძალიან უპასუხისმგებლოდ ექცევა შეწყალების ექსკლუზიურ ფუნქციას, რომ 3600 კაცი ყავს შეწყალებული, საიდანაც ნახევარზე მეტი არის მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენი, რომ ამ ადამიანების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა და შემდეგ გასამართლება არის ძალიან რთული თავისუფლების და დემოკრატიის პირობებში, რომ შეწყალება საგამონაკლისო წესით მისაღებია ისე, როგორც ყველა ნორმალური ცივილიზებულ ქვეყანაში, ის გვიბღვერდა – განაცხადა ტვ-პირველის ეთერში გენერალური პროკურორის ყოფილმა მოადგილემ ლაშა ნაცვლიშვილმა, 25 წლის თაკო გამრეკელაშვილის მკვლელობაზე საუბრისას.

ყველა დამნაშავეა, მხოლოდ მარგველაშვილია მართალი როდესაც ის ასე უაპელაციოდ, ასე უსინდისოდ იყენებს მის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას და მერე ცდილობს ყველას დააბრალოს, გარდა იმის რომ საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა. ძალიან მიჭირს პოლიტიკაზე საუბარი და არც ვარ მოწოდებული პოლიტიკაზე ვილაპარაკო, მაგრამ სამართლებრივად ღირსება განმარტებული არ არის, არცერთ კოდექსში არ წერია რა არის ღირსება, თუმცა იურისტები თანხმდებიან, რომ ღირსება არის ჩვენი უფლება სხვა ადამიანები პატივისცემით და ძმური სულისკვეთებით გვეპყრობოდეს. მე ვსვამ კითხვას — აქვს კი მას უფლება ასეთ მოპყრობაზე? მარგველაშვილი იშველიებს კომისიას, ფსიქოლოგის დასკვნას, უბედური სულმკვდარი დედის საქციელსაც კი როგორც გამამართლებელს, აქ ჩანს მისი ყველაზე დიდი სულმდაბლობა – განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა ტვ-პირველი ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები