თამარ ჩუგოშვილი ამერიკული საბჭოების პროფესიული პრაქტიკის პროგრამის კურსდამთავრებულებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა, საკანონმდებლო ორგანოში, პროფესიული პრაქტიკის ახალგაზრდა ქართველ კურსდამთავრებულებს უმასპინძლა. შეხვედრაზე, რომელიც დისკუსიის რეჟიმში წარიმართა, დეპუტატმა ახალგაზრდებს პარლამენტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და დაგეგმილი ცვლილებები გააცნო.

„ჩვენი ამოცანაა ევროპული, თანამედროვე ტიპის სახელმწიფოს შენება და პარლამენტის საქმიანობა ამ მიმართულებით მიმდინარებს“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. მანვე პროფესიული პრაქტიკის კურსდამთავრებულებს, საკონსტიტუციო ცვლილებების მიზნებსა და პარლამენტის, როგორც საზედამხედველო ორგანოს ფუნქციების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ ახალი კონსტიტუციის შედეგად პარლამენტმა ახალი მანდატი შეიძინა და მთავრობის საქმიანობის მონიტორინგის კუთხით ქმედითი მექანიზმებით აღიჭურვა.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ საკანონმდებლო ორგანოს კვლევითი და ანალიტიკური საქმიანობის გაძლიერების აუცილებლობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ახალი ფუნქციების ჩამოყალიბების პროცესში საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები და საელჩოები, პარლამენტს მნიშვნელოვან რეკომენდაციებს და გამოცდილების საუკეთესო პრაქტიკას სთავაზობენ.

„ეს არის პროგრამა, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში ახალგაზრდა პროფესიონალებს შესაძლებლობას აძლევს, რომ პრაქტიკა გაიარონ ამერიკის საკანონმდებლო ორგანოში და ადგილზე გაეცნონ სამუშაო პროცესს. ეს ადამიანები საქართველოში საქმიანობას სხვადასხვა სფეროში აგრძელებენ და შეხვედრაზე მათი მხრიდან პარლამენტთან მჭიდრო კომუნიკაციის და თანამშრომლობის სურვილი გამოითქვა“, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები