გიორგი კვირიკაშვილი სერჟ სარგსიანს სომხეთის პრემიერ-მინისტრად არჩევას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სერჟ სარგსიანს სომხეთის პრემიერ-მინისტრად არჩევას სოციალურ ქსელ „ტვიტერში” ულოცავს. პრემიერი იმედოვნებს, რომ საქართველო-სომხეთს შორის არსებული მეგობრობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

„ვულოცავ ჩემს ძვირფას მეგობარს, სერჟ სარგსიანს სომხეთის პრემიერ-მინისტრად არჩევას. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობა და ერებს შორის მეგობრობა კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება“, – წერს გიორგი კვირიკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის კანდიდატურა, ქვეყნის პრემიერის პოსტზე, მმართველი „რესპუბლიკური პარტიის“ და მისი კოალიციური პარტნიორის, „დაშნაკ ცუტუნის“ საპარლამენტო ფრაქციებმა წარადგინეს. საკანონმდებლო ორგანოში კენჭისყრა დღეს ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები