გოჩა ენუქიძე: ფინანსთა მინისტრი საშუალებას აძლევს დეპუტატებს, პარლამენტში შეიკრიბონ და მათ კითხვებს უპასუხოს

„ფინანსთა მინისტრი საშუალებას აძლევს დეპუტატებს, პარლამენტში შეიკრიბონ და მათ ყველა კითხვას უპასუხოს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნება- ძლიერი ეკონომიკის“ ლიდერი გოჩა ენუქიძე აცხადებს.
მისივე თქმით, მამუკა ბახტაძის ინიციატივა პარლამენტში მისვლასთან დაკავშირებით, უპრეცედენტოა და ეს გადაწყვეტილება დისკუსიის გამართვას ემსახურება.

„მინისტრი არ გაურბის ოპოზიციის შეკითხვებს, პირიქით, ეს ფორმატი მისი შემოთავაზებულია და იგი მზადაა ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცეს. სწორედ ამიტომ, მან მისცა საშუალება ყველა დეპუტატს, ორგანიზებულად შეიკრიბონ პარლამენტში, რის შემდეგაც აუცილებლად გაიმართება დისკუსია მინისტრსა და დეპუტატებს შორის.“ – აცხადებს გოჩა ენუქიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები