„მზის ქალაქმა“ სან – ფრანცისკოს კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური ჯილდო მოიპოვა
სან-ფრანცისკოს საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური ჯილდოს მფლობელი გახდა რატი ონელის დოკუმენტური ფილმი „მზის ქალაქი“. ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.
ფილმის სცენარის ავტორები არიან – რატი ონიანი და დეა კულუმბეგაშვილი. მონაწილეობენ – ზურა გელაშვილი, არჩილ ხვედელიძე, ირინა ფხალაძე და მარიამ ფხალაძე. ფილმი საქართველოს, ჰოლანდიის, აშშ-ისა და კატარის კოპროდუქციაა. გადაღებებზე მუშაობა კინოსტუდია OFA 2013 წლიდან დაიწყო.
ფილმი ჭიათურაზე და მისი მაცხოვრებლები სიურეალისტურ ხედვას წარმოადგენს. გმირების ცხოვრებენ და ოცნებობენ იმ ადგილის ნანგრევების ფონზე, რომელიც ოდესღაც ცნობილი იყო თავისი მიღწევებით, განსაკუთრებით — მანგანუმის შახტით.
ფილმის პრემიერა 2017 წლის თებერვალში ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართა. ფილმი მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია.