ავარიას ხარაგაულში მოზარდები ემსხვერპლნენ – კლასელები ხრამში გადაიჩეხნენ

ხარაგაულში ტრაგედია მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი არასრულწლოვანი გარდაიცვალა. ისინი თანაკლასელები და მეგობრები იყვნენ.

„კვირას“ ინფორმაციით, გარდაცვლილები ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიის მე-11 კლასის მოსწავლეები, ა.ა. და შ.ჭ. არიან.

როგორც „კვირამ“ გაარკვია, გუშინ ა.ა-ს დაბადების დღე იყო. ის 17 წლის გახდა. დაბადების დღის შემდეგ, ღამის საათებში, ორი მეგობარი, ორივე თანაკლასელი მსუბუქ ავტომანქანაში ჩასხდნენ და სახლში ბრუნდებოდნენ. საჭეს შ.ჭ. მართავდა. მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხრამში გადაიჩეხა.

მათი პოვნა რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ გახდა შესაძლებელი.

როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 276 -ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს.
ახალგაზრდა ბიჭების ცხედრები საკუთარ სახლში დღეს დილით მიასვენეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები