თამარ ჩუგოშვილი: დამნაშავეების ძალიან დიდი პროცენტულობა და რაოდენობაა, რომელსაც პრეზიდენტი იწყალებს

დღეს არსებული შეწყალების პოლიტიკა პრობლემატურად მიგვაჩნია, ვნახოთ, პრეზიდენტი მასში რა ცვლილებებს შეიტანს, – ამის შესახებ დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა პრეზიდენტთან დღეს დაგეგმილი კონსულტაციების თაობაზე განაცხადა.

მისი თქმით, დამნაშავეების ძალიან დიდი პროცენტულობა და რაოდენობაა, რომელსაც პრეზიდენტი იწყალებს.

„კონსულტაციები კარგია. ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება და პრეზიდენტის მხრიდან შეწყალების პოლიტიკაში ზუსტად რა ცვლილებებს ვნახავთ. საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ საქართველოში შეწყალების გამოყენებას მასშტაბური სახე აქვს. დამნაშავეების ძალიან დიდი პროცენტულობა და რაოდენობაა, რომელსაც პრეზიდენტი იწყალებს და, სამწუხაროდ, მათ შორის იყვნენ ძალადობრივი, ნარკოდანაშაულის თუ სხვადასხვა დანაშაულის ჩამდენი პირები. აქამდე შეწყალების რა პოლიტიკაც იყო, ჩვენ ეს პოლიტიკა პრობლემატურად მიგვაჩნდა“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები