“ეკონომიკის მნიშვნელოვანი სექტორები პირდაპირ დაკავშირებულია უსაფრთხოების თემასთან”

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ეკონომიკის ძალიან მნიშვნელოვანი სექტორები, როგორიცაა ტურიზმი, ტრანზიტი, ენერგეტიკა, პირდაპირ დაკავშირებულია უსაფრთხოების თემასთან.

მისივე თქმით, საქართველო საკმაოდ მწვავე გამოწვევების წინაშე მდგომ რეგიონშია.

“უსაფრთხოება არის ის მინიმალური მოთხოვნა, რომლის გარეშეც ვერანაირი ეკონომიკური განვითარება ვერ იქნება სწრაფი და მდგრადი. გვესმის, რომ საკმაოდ მწვავე გამოწვევების წინაშე მდგომ რეგიონში ვცხოვრობთ და ვმუშაობთ. ასევე კარგად გვესმის, რომ ჩვენი ეკონომიკის ძალიან მნიშვნელოვანი სექტორები, როგორიცაა ტურიზმი, ტრანზიტი, ენერგეტიკა პირდაპირ არის დაკავშირებული უსაფრთხოების თემებთან. დარწმუნებული ვარ, ეს თანამშრომლობა იქნება შინაარსობრივი, პრაქტიკული და შედეგის მომტანი ორივე მხარისთვის. ჩვენ დღეს მოგიყვებით იმ რეფორმებზე, რომელსაც შს სამინისტროში ვახორციელებთ და მზად ვართ, თქვენ მიერ დასმულ ყველა შეკითხვას, კავშირშია ის თუ არა თქვენს კონკრეტულ ბიზნესებთან ან ეკონომიკასთან, შეძლებისდაგვარად გავცეთ პასუხი”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ბიზნესასოციაციის პრეზიდენტის და შს მინისტრის მისასალმებელი სიტყვის შემდეგ, შეხვედრა მედიისთვის დაიხურა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები