გმირთა მოედანზე, დროებით, ტრანსპორტით გადაადგილება შეიზღუდება

 „თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქის მასშტაბით საგაზაფხულო სამუშაოებს  განაგრძობს, რომლის ფარგლებშიც სპეციალური ტექნიკის დახმარებით გმირთა მოედანზე არსებული პანდუსი და იუსტიციის სახლის მიმდებარე საფეხმავლო ხიდი მოირეცხება.

„დღეს, 00:00 საათიდან 07:00 საათამდე, გმირთა მოედანზე  ტრანსპორტით გადაადგილება შეიზღუდება – გადაიკეტება პანდუსზე ასასვლელი ხუთივე მონაკვეთი. ასევე, ნაწილობრივი შეზღუდვა დაწესდება მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, იუსტიციის სახლის მიმდებარედ. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის“,- აცხადებენ დედაქალაქის მერიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები