კახეთში ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები განიხილეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი კახეთში იმყოფებოდა, სადაც რეგიონების გუბერნატორებთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს და საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა.

შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის დარგში არსებული გამოწვევები და გადაჭრის გზები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის 2018 წლისთვის დაგეგმილ ღონისძიებებს დაეთმო. ასევე აღინიშნა, რომ პროცესში სამინისტროს ყველა უწყება თვითმმართველობებთან და სამხარეო ადმინისტრაციასთან ერთად კოორდინირებულად იქნება ჩართული ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის გასატარებელ ღონისძიებებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები