„კარგი იქნებოდა, კომისიასაც და პრეზიდენტსაც ისე ემუშავათ შეწყალების კუთხით, რომ მათი სტანდარტი გასაგები გამხდარიყო“

კარგი იქნებოდა, კომისიასაც და პრეზიდენტსაც ისე ემუშავათ შეწყალების კუთხით, რომ მათი სტანდარტი და მიდგომა გასაგები გამხდარიყო, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პატიმართა შეწყალებასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში კითხვის ნიშნები ლეგიტიმურად ჩნდება.
„კარგი იქნებოდა, კომისიასაც და პრეზიდენტსაც ისე ემუშავათ შეწყალების კუთხით, რომ მათი სტანდარტი და მიდგომა გასაგები გამხდარიყო, რომ ეს არ ყოფილიყო სუბიექტური, შინაგანი რწმენის საფუძველზე გაკეთებული და უფრო მეტად ყოფილიყო დასაბუთებული“, – განაცხადა ფოფხაძემ.
მისი თქმით, მსგავსი დასაბუთება შეწყალების ყველა აქტს უნდა ერთვოდეს.
„თუ ასეთი დასაბუთება დაერთვებოდა შეწყალების ყველა აქტს, მაშინ უფრო იოლი იქნებოდა საზოგადოებისთვის და ყველა ჩვენგანისთვის იმის ახსნა, რატომ ხდებოდა ერთი ადამიანის შეწყალება და არა იგივე კრიტერიუმების მქონე, ან შეიძლება იმ პირის შეწყალება, ვინც მეტად იმსახურებდა ამას“, – აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები