თამარ მეფის გამზირზე ავტომანქანა ფეხით მოსიარულეს დაეჯახა

თბილისში, თამარ მეფის გამზირზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, „INFINITI-ის მარკის ავტომობილი ფეხით მოსიარულეს შეეჯახა.
შემთხვევა დაახლოებით დილის 9:00 საათზე მოხდა.
ახალგაზრდა ქალი მსუბუქი დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. მძღოლი არ მიმალულა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტით მოძრაობის და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები