ევროპის ბირთვული კვლევების ცენტრში ფიზიკის მასწავლებლების სტაჟირება დასრულდა

ფიზიკის 11 მასწავლებელი, რომელიც ევროპის ბირთვული კვლევების ცენტრში (CERN) კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით იმყოფებოდა, საქართველოში დაბრუნდა.

მასწავლებლებმა ერთი კვირის განმავლობაში დაათვალიერეს სხვადასხვა სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიები, ადგილზე ჩაატარეს სასკოლო ექსპერიმენტები, ასევე მოისმინეს ცერნში მოღვაწე ქართველი და უცხოელი ფიზიკოსების ლექციები თანამედროვე ფიზიკის საკითხებზე და მის როლზე მედიცინის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სხვა დარგების განვითარებაში.

გარდა ამისა, პედაგოგებს საშუალება ჰქონდათ საგანგებოდ მოწვეული სპეციალისტის მიერ წარმოდგენილ მეთოდოლოგიას გაცნობოდნენ ფიზიკის სწავლების საკითხებზე. 6 წლის განმავლობაში ცერნის ბირთვული კვლევების ევროპის ცენტრში კვალიფიკაცია 100-ზე მეტმა მასწავლებელმა აიმაღლა.

გარდა ფიზიკის მასწავლებლებისა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, სხვადასხვა საგნების პედაგოგებისთვის ყოველწლიურად ატარებს კონკურსს კვალიფიკაციის ამაღლების სხვადასხვა პროგრამებში მონაწილეობისათვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები