ბარნოვზე მოკლული გოგონას დედა: სულ ჩემი შვილის მოკვლით მემუქრებოდა, უნდა გაგამწაროო (ვიდეო)

ბარნოვის ქუჩაზე მოკლული 25 წლის თამარ გამრეკელაშვილი სოფელ სანიორეში ჩაასვენეს. გოგონას დედა ამბობს, რომ მას ყოფილი მეუღლე შვილის მოკვლით ემუქრებოდა.

„რას ერჩოდა ჩემს შვილს?! მაგრამ ვერ იტანდა თავიდანვე, სულ ჩემი შვილის მოკვლით მემუქრებოდა, უნდა გაგამწაროო! ან შენ მოგკლავ ან შენ შვილსო“, – აცხადებს მოკლული დედა.

თბილისში, ბარნოვის 77-ში 25 წლის თამარ გამრეკელაშვილი 13 აპრილს, საღამოს მოკლეს. მკვლელობა გარდაცვლილის არასრულწლოვანი შვილების თვალწინ მოხდა. სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული, 1972 წელს დაბადებული ვ.ბ. დააკავეს. ის გოგონას მამინაცვალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები