კახა კალაძე: ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ჩვენს დამწერლობას, ჩვენს უძველეს ანბანს

“ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ჩვენს დამწერლობას, ჩვენს უძველეს ანბანს”,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაენის ბაღში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია ის, რომ წარმოდგენილია სხვადასხვა გამომცემლობები, რომლებსაც გამოფენილი აქვთ თავიანთი ნამუშევრები.
„დედაენის ბაღში ძალიან სასიამოვნო გარემოა, სხვადასხვა თაობის ბევრი ადამიანია. არიან პატარები, რაც ნამდვილად სასიამოვნოა. წარმოდგენილია სხვადასხვა გამომცემლობები, რომლებსაც გამოფენილი აქვთ თავიანთი ნამუშევრები – წიგნები და ჟურნალები საქართველოს და ქართული ანბანის შესახებ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ჩვენს დამწერლობას, ჩვენს უძველეს ანბანს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
აღსანიშნავია, ისიც, რომ დედაენის ბაღში, 19:00 საათიდან, სპეციალურად ამ დღისადმი მიძღვნილი დავით ევგენიძის საავტორო კონცერტი – „ანიდან ჰოემდე“ გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები