მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს, სპორტულ ჟურნალისტს, პატრიკ ლანგს შეხვდა ​

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს, სპორტულ ჟურნალისტს, პატრიკ ლანგს შეხვდა. შეხვედრა ორ მხარეს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და სათხილამურო სპორტის განვითარების ხელშეწყობას ისახავდა მიზნად.
„საქართველოს, თავისი გეოგრაფიული რელიეფის გათვალისწინებით, სათხილამურო სპორტის კიდევ უფრო მაღალ დონეზე განვითარებისთვის ყველანაირი პირობა გააჩნია. პატრიკ ლანგის გამოცდილებისა და რჩევების გათვალისწინება ხელს შეუწყობს ამ სფეროს პოპულარიზაციას და წინსვლას. მივესალმები საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას და პატრიკ ლანგთან თანამშრომლობის გაღრმავებას“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა შეხვედრის დასრულებისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები