რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, 16 აპრილიდან 30 აპრილამდე რიყე – ნარიყალას საბაგირო გზა მგზავრებს ვერ მოემსახურება. მათივე ცნობით, ამ პერიოდის განმავლობაში, ჩატარდება რეგლამენტით გათვალისწინებული ექსპლუატაციის ინსტრუქციისა და ევროპული ნორმების შესაბამისი სამუშაოები, რომელიც ყოველი 22 500 ნამუშევარი საათის შემდეგ ხორციელდება.
სამუშაოებს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შესაბამის ტექნიკურ ჯგუფთან ერთად, კომპანია “ლეიტნერის” სპეციალისტები აწარმოებენ. ამ პერიოდში, კუს ტბის საბაგირო გზა ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს გიხდით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები